proeqtis Sesaxeb
proeqtis Sesaxeb
„ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ჩეხური ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (“People In Need) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, როგორებიცაა „ საქართველოს წითელი ჯვარი (GRC), Parki Ar Minda და Eliots Sustainability ინიცირებულ იქნა საპილოტე პროექტი, რომელიც გულისხმობს სურსათის ბანკის დაარსებას თბილისში და შეწირული სურსათის გადანაწილებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. პროექტის მიზანია საქართველოში სურსათის ნარჩენების, ფერმერთა სურსათის დანაკარგების და სათბური აირების გამოყოფის შემცირება, ასევე ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. სურსათის ბანკში თავს მოიყრის სურსათის ბიზნესოპერატორებისგან შეწირული ჭარბი სურსათი, რომელიც შემდგომ გადანაწილდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოწყვლად მოსახლეობაზე.“

ra aris sursaTis narCeni da ratom unda mivaqcioT mas yuradReba

ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ოჯახიდან, რესტორნიდან ან მაღაზიიდან სანაგვეზე იყრება, სურსათის ნარჩენს წარმოადგენს. ჩვენ ჩამოგითვლით რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ ქმნის სურსათის ნარჩენები პრობლემას:

1
საკვების წარმოებისათვის ვიყენებთ მიწას, დიდი ოდენობით წყალსა და ენერგიას, ასევე ადამიანის შრომას. თანამედროვე ფართომასშტაბიანი სოფლის მეურნეობის შედეგად იჩეხება ტყეები, იფიტება ნიადაგი და ზიანი ადგება ბიომრავალფეროვნებასა და ველურ ბუნებას. საკვების სანაგვეზე გადაყრით კი ყველა ეს რესურსი ფუჭად იკარგება.
2
ნაგავსაყრელზე მოხვედრილი სურსათის ნარჩენები ლპება და გამოყოფს სათბურის აირებს, რომლებიც გლობალური კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. პრობლემის მასშტაბის უკეთ გასააზრებლად წარმოვიდგინოთ, რომ მსოფლიოში წარმოქმნილი სურსათის ნარჩენები რომ ქვეყანა იყოს, ის მესამე უდიდესი გამონაბოლქვის წყარო იქნებოდა, ამერიკისა და ჩინეთის შემდეგ.
3
იმ დროს, როდესაც ჩვენ ვარგის საკვებს ვყრით სანაგვეზე, მსოფლიოში 800 მილიონი, საქართველოში კი დაახლოებით 650,000 ადამიანი განიცდის საკვების უკმარისობას.

rCevebi
ნარჩენების შემცირებისაკენ გადადგმული პატარ-პატარა ნაბიჯები საბოლოოდ მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. ნებისმიერი მცდელობისას დაიწყეთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული ხერხებით, ეტაპობრივად. ამაში ჩვენ დაგეხმარებით
არასოდეს წახვიდეთ საყიდლებზე მშიერი!
როდესაც გვშია, ხშირად უფრო მეტი საკვები გვსურს ვიყიდოთ, ვიდრე საჭიროა. ეს სრულიად ბუნებრივია. თუ შიმშილის დროს მცირე ხემსი შეიძინეთ, პრობლემა არაა, მაგრამ სანამ დიდ საყიდლებზე წასვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიირთვით რაიმე მცირე საკვები, რათა დაუფიქრებლად არ შეიძინოთ ზედმეტი პროდუქტი.
შეადგინეთ საყიდლების სია და წინასწარ დაგეგმეთ სადილი და ვახშამი.
საყიდლების სია, იქნება ეს ტელეფონში თუ სხვა მოსახერხებელ ფორმატში, დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ფული. ის აგარიდებთ იმპულსურ შესყიდვებს, რაც ხშირად სურსათის ნარჩენების წარმოქმნას იწვევს.
შეიძინე ნაკლები გონივრულად
თუ მაღაზიაში სიის გარეშე მოხვდებით, ეცადეთ სწორად განსაზღვროთ საჭირო პროდუქციის რაოდენობა და თავი აარიდოთ ზედმეტი საკვების შეძენას. არ შეიძინოთ დამატებითი პროდუქტები „ყოველი შემთხვევისთვის“. გაითვალისწინეთ, რამდენი საკვები დაგჭირდებათ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს, რადგან ზოგიერთი პროდუქტი შედარებით სწრაფად ფუჭდება.
შეიძინეთ ცალკეული ბანანი და ვიზუალური წუნის მქონე ხილი და ბოსტნეული
ცალკეული ბანანის შეძენამ შესაძლებელია მნიშვნელოვან როლი ითამაშოს სურსათის ნარჩენების შემცირებაში. შვედეთის კარლსტადის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ სუპერმარკეტებში ყველაზე ხშირად ბანანს ყრიან. ეცადეთ, რომ ყიდვისას აარჩიოთ განცალკევებული ბანანი, სასურველია პოლიეთილენის პარკის გარეშე. ვიზუალური წუნის მქონე ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ხშირად მათი გარეგნული მახასიათებლების გამო არ იყიდება, ისეთივე გემრიელია, თუ არა უკეთესი.
ისწავლეთ პროდუქციის სწორად შენახვა მათი ვარგისიანობის გახანგრძლივების მიზნით
სახლებში არსებული საკვები პროდუქტის დაახლოებით ორი მესამედი ნაგავსაყრელზე ხვდება, რადგან არ ხდება ამ პროდუქტის გამოყენება იქამდე, ვიდრე ის არ გაფუჭდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა უნდა შეინახოთ მაცივარში ან მაცივრის რომელ განყოფილებებში, რომელი პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბნელ და მშრალ ადგილას და რა შეიძლება დარჩეს კარადის თაროზე. სათანადო შენახვის პირობებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს საკვები პროდუქტების ვარგისიანობა.
შეიყვარეთ თქვენი ნარჩენები
პირველი დღის სადილის ნარჩენები სრულიად უსაფრთხოა და მეორე დღისთვისაც ისეთივე გემრიელია! რატომ არ გადავაქციოთ ჩვენთვის სასიამოვნო პრაქტიკად ოფისში სადილის წაღება? ეს არა მხოლოდ დროისა და ფულის დაზოგვის გზაა, არამედ გემრიელი სადილის მირთმევის საშუალებაც, ზედმეტი ნარჩენების წარმოქმნის გარეშე. ეს მარტივი და ეფექტური მეთოდია საკვების ნარჩენების შემცირებისთვის!
შეიძინე ნაკლები გონივრულად
იცოდით, რომ შეგიძლიათ პური გაყინოთ და მაცივრის საყინულეში ორი თვის განმავლობაში შეინახოთ, ხოლო ლობიო – ექვსი თვის განმავლობაში? საყინულე ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საკვების ნარჩენების შესამცირებლად და თქვენი დროისა და ფულის დასაზოგად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კერძი, მაგალითად სალათები, კარგად არ იყინება, უმეტესობა სხვა კერძების გაყინვა სრულიად უსაფრთხოა, გემოვნური თვისებების დაკარგვის გარეშე.
damxmare instrumentebi sursaTis narCenebis Sesamcireblad

საკვებმგეგმი
დაგეგმეთ თქვენი კერძები წინასწარ – ეს არა მხოლოდ დროის დაზოგვაში შეგიწყობთ ხელს, არამედ დაგეხმარებათ შექმნათ საყიდლების სია საჭირო რაოდენობის საკვებით. ამ პრაქტიკის დასანერგად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი საკვების დაგეგმვის შაბლონი (Meal Planner). ამობეჭდეთ და განათავსეთ მაცივარზე ან ნებისმიერ სხვა თვალსაჩინო ადგილზე.
მაცივარში შენახვის წესები
შეინახეთ სურსათი სახლის პირობებში უსაფრთხოდ - ჩამოწერეთ საკვები პროდუქტების მაცივარში შენახვის მითითებები, ვადებისა და ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით სხვადასხვა სახის საკვებისთვის.
რა განსხვავებაა «უმჯობესია გამოყენებულ იქნეს თარიღამდე» და «ვარგისია» ეტიკეტებს შორის?

ვარგისია [თარიღი]-მდე
უმჯობესია გამოყენებულ იქნეს [თარიღამდე]
ეს საიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ‘ფიფლ ინ ნიდი’ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

kontaqti
kontaqti
kontaqti
kontaqti
kontaqti
kontaqti
kontaqti
kontaqti
kontaqti
kontaqti
kontaqti
parki ar minda
parki ar minda
სურსათის ბანკი საქართველო - სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათზე ხელმისაწვდომობისათვის.
ახლა შენ იმყოფები საინფორმაციო პორტალზე, რომელიც დაგეხმარება, რაც შეიძლება მეტი გაიგო სურსათის ნარჩენებზე, მათ მავნებლობასა და რაც მთავარია, მათთან ბრძოლის ხერხებზე. საინფორმაციო კამპანიის მიზანია მარტივი ქცევებითა და მეთოდებით შევამციროთ საკვების ნარჩენები, რომელთაც ძალიან მავნე გავლენა აქვთ ჩვენ ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელზე აღმოჩენის შემდეგ. ჩვენი მიზანი საზოგადოებასა და სარესტორნო ინდუსტრიაში პასუხისმგებლიანი მოხმარებისა და ნარჩენების შემცირების ხელშეწყობაა.